logo
ENG



ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტს შეწყალებაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია

20 მაი 202008:18
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციაის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს პოლიტპატიმრების შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია, ხელისუფლების ოპონენტებს ამას თავად პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე ვარაუდობენ.

"სასაცილო იყო ზურაბიშვილის კომენტარი, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ოპოზიცია გაიძახის ჩვენ არაფერი არ ვიცოდით და საქმის კურსში არ ვიყავითო. სინამდვილეში მათი ბუღალტერია ჩემთვის საინტერესო არაა. ჩვენ უბრალოდ ვნახეთ, რომ მათი მათი შიდა ბუღალტერია იმდენად უტიფარი იყო, ქვეყანას შეუქმნა პრობელება და კრილოვის იგავ-არაკს დაემსგავსა. ვინ რა იცოდა, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, ვეღარ გაიგებ, ჩვენ ამ მარჩიელობას თავი უნდა დავანებოთ. გამოუშვან გიორგი რურუა და დავასრულოთ ეს სამარცხვინო ეპიდოსი ჩვენი უახლესი ისტორიის. გადავიდეთ რეალურ პოლიტიკაზე",-აცხადებს გიგი უგულავა. 

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით კი ხელისუფლებისთვის ბევრად უპრიანი იქნებოდა საზოგადოების წინაშე სიმართლე თქვას და მეტად გულახდილი იყოს. ამ შემთხვევაში ის მეტ სარგებელსაც მიიღებს და რაც მთავარია უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. 

"პოლიტიკაში ყველაზე კარგად საზოგადოების მხრიდან აღიქმება გულახდილობა. რაც უფრო მეტად გულახდილები იქნებაინ საკუთარ განცხადებებში და მოყვებიან იმას, რაც მოხდა, უფრო მეტად დაიჯერებს ამას საზოგადოება და მიიღებს. ყველამ ყველაფერი წინასწარი იცოდა და ეს იყო შეთანხმების ნაწილი, რაც სარგებლის მომტანია როგორც მთლიანი ქვეყნისთვის, ასევე საზოაგდოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ოპოზიციას უჭერს მხარს. ისევე როგორც იმ ნაწილისთვის, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერია. რა თქმა უნდა, ეს არ იყო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ ეს იყო ერთიანი, გუნდური პოლიტიკის ნაწილი. ეს იყო გამოძახილი 8 მარტის შეთანხმების და იმ ვალდებულებების გამოძახილი, რაც ამ დოკუმენტის მიხედვით ხელისუფლებამ აიღო",-აცხადებ სირაკლი ოქრუაშვილი. 

პრეზიდენტის გადაწყვეტილება რომ დამოუკიდებელი არ ყოფილა, ამაში ეჭვი არ ეპარება არც "ახალი საქართველოს" ლიდერს. გიორგი ვაშაძე მმართველი გუნდის ქმედებებსა და განცხადებებს საბავშვო ბაღს ადარებს და ამბობს, რომ მსგავსი მიდგომები უნდა დასრულდეს. 

"პირველი, ეს ხომ ისედაც ნათელი იყო. ურბალოდ ამ ქალბატონმა განაცხადა. სახელწმიფო საბავშვო ბაღი ხომ არაა, მე არ ვიცოდი და ა.შ. ჩვენ უფრო სერიოზულობა უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას და ეს პატარა-ბავშვური მატყუარაობა უნდა დამთავრდეს ქვეყანაში",-აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი ყურადღებას თავად შედეგზე ამახვილებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გაჯანსაღებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება წინ გადადგმული ნაბიჯია. 

"ოცნებამ იცოდა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, მეტის ეს იყო მათი საერთო გადაწყვეტილება. ასე რომ ეს პრეზიდენტმა მხოლოდ დაადასტურა. ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო ჯამში შედეგი, რომ პოლიტიკური ლიდერები იქნენენ გათავისუფლებულები. მექანიზმი იმდენად საინტერესო არაა, ფაქტია რომ ეს იყოს მნიშვნლოვანი ნაბიჯი პოლიტიკური ვითარების გასაჯანსაღებლად",-აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ. 

ნინო ბურჯანაძეს არ უკვირს კიდევ ერთი ტყუილი ხელისუფლების მხრიდან. მისი შეფასებით, ამგვარ მიდგომას საზოგადოებაც და ოპოზიციას მიჩვეულია. ბურჯაბაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ბოლო პერიდოში არაერთი სიცრუე თქვა და მათ შორისაა პოლიტპატიმრების საკითხიც.

"ზურაბიშვილმა ოქრუშვილის და უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით მიიღო ერთადაერთი სწორი გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. აღმოჩნდა, რომ მერამდენედ მოიტყუეს, მერამდენენ მოატყუეს საზოგადოება. ჯერ იტყუებოდნენ ვითომ მაჟოირტარებმა ჩააგდეს 14 ნოემბერს კანონპროექტი, მერე იტყუებოდნენ ვითომ ხელშეკრულებაში არაფერი ეწერა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ახლა იტყუებიან, რომ ზურაბიშვილმა მათთან შეთანხმების გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება. სამარცხვინოა, ხელისუფლების ცხოვრების წესად იქცა საზოგადოების გადაგდება, არაკაცური, არაპოლიტიკური მოქმედებები",-აცხადებს ნინო ბურანაძე. 

შეგახსენებთ, რომ სალომე  ზურაბიშვლმა განმარტა, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიასა და არჩილ თალაკვაძეს წინასწარ შეატყობინა. 


close დახურვა