logo
ENG



ოპოზიცია კობახიძის განცხადებაზე: დღეს ბოდიშს უნდა იხდიდეს საზოგადოების წინაშე

10 ივნ 202007:55
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა "სირცხვილია" 20 ივნისს რუსთაველზე აქციას აანონსებს. გავრილოვის ღამიდან 1 წლის შემდეგ, სამოქალაქო მოძრაობის წევრები ოკუპაციის იდეის გარშემო კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. ორგანიზატორების განცხადებით აქცია წესებისა და რეკომენდაციების დაცვით ჩაივლის. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი დაგეგმილ აქციას "200 ნაციონალის შეკრებას" უწოდებს და თავების დათვლას აპირებს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ აქციაზე მხოლოდ პარტიული მხარდამჭერები მივლენ.

"კანონი არ კრძალვას პოლიტიკური შინარსის შეკრებებს, თუმცა აქ დამატებით მთავარია ის, რომ 200 ნაციონალის შეკრება პრობლემა არაა არც პოლიტიკური და არც პანდემიის კუთხით. შესაბამისად შეუძლიათ შეიკრიბონ რამდენიც უნდათ. იქ იქნება 200 ნაციონალი და შეგვძლია დავთვალოთ კიდეც. ეს უფრო მარტივი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ალბათ გარკვეულ სოციალურ დისტანციას დაიცავენ, თავების შეგვიძლია დავთვალოთ ამ 200 ნაციონალის",-აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

ოპოზიციის წარმომადგენლები კობახიძის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ. ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებენ და თვლიან, რომ მსგავსი კომენტარების ნაცვლად  კობახიძემ და მმართველმა გუნდმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ. 

"იმის მაგივრად, რომ გავრილოვის ღამის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ირაკლი კობახიძეა და დღეს ბოდიშს იხდიდეს საზოგადოების წინაშე, რადგან ახლოდება ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თარიღი, 20 ივნისი. ამის მაგივრად შეურაცხყოფას აყენებს არა ოპოზიციას, არამედ იმ ხალხს და ახალგაზრდებს, რომლებიც 20 ივნისის ღამეს იდგნენ. ამიტომ ყველას მოიეთხოვება პასუხი 20 ივნისის გამო; ყველას, ვინც გავრილოვს შეუძრვა პარლამენტის შენობაში და დასხვა სკამზე, ვინც პარლამენტის შენობიდან ცინიკურად უყურებდა როგორ თხრიდნენ ჩვენს ახალგაზრდებს თვალებს. ყველას მოეთხოვება პასუხი",-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. 

ოპოზიცია ხელისუფლების ქმედებებს ცინიკურს უწოდებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი უპასუხისმგებლოა. მაშინ, როცა ჩადენილ დანაშაულს უნდა აღიარებდეს, საზოგადოების წინაშე ცინიკური განცხადებებს აკეთებს.

"სამწუხაროა, რომ როცა ცინიზმზე ლაპარაკობს კონკრეტულად კობახიძე, მთლიანად ქართული ოცნება, არ იწყებს ბოდიშიც და იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ აქვთ - პაუსიმგებლობით გავრილოვის ჩამოყვანით და იმ კონკრეტული ადამიანების მიმართ ჯანმრთელობა შეელახათ, დაკარგეს თვალი და ბევრი დაზიანება მიიღეს. თუმცა ეს ახასიათებს ქართულ ოცნებას - ცინიზმი, თეთრზე შავის მტკიცება და ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებას პასუხისმგებლობსი განცდის არანაირი გრძობა არ აქვს",-აღნიშნავს ელენე ხოშტარია.

"ლეიბორისტულ პარტიაში" კი მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური პაუსიხსმეგბლობა ეკისრება არამარტო ირაკლი კობახიძეს, არამედ მთლიანად მმართველ გუნდს. რაც შეეხება კონკრეტულად პარლამენტის ყოფილ თავჯდომარეს, გიორგი გუგავა მას უტიფარსა და გაუწონასწორებელ ადამიანად მოიხსენიებს.

"ძნელია პოლიტიკურად გაუწონასწორებელი, უტიფარი ადამიანის განცხადებებზე აკეთო კომეტარი. სწორედ ის იყო მაპროვოცირებელი იმ სისხლიანი ღამისა, სწორედ მან გაუწია ექსკურსია-მძღოლობა საქართველოს სისხლიან მტერ გავრილოვს და ჩასვა იმ სკამში. აქედან გამომდინარე ის პასუხისმგებლობას უნდა გრძობდეს რუსთაველზე დაღვრილ სისხლზე, დათხრილ თვალებზე, მაგრამ ამის მიუხედავად კვლავ ავლენს ცინიზმს. ამისთვის მან საკადრისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მიიღოს კობახიძემ და ზოგადად მთელმა ოცნებამ",-აცხადებს გიორგი რურუა. 


close დახურვა