ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ბიზნესთან მიმართებაში ხელისუფლება არასწორ ნაბიჯებს დგამს. "ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე დარწმებულია, რომ მთავრობა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს.
"ის თავხედია სუსტის მიმართ, ხოლო ლაჩრულად მორჩილია მასზე ძლიერთა -. ზუსტად ამ მდგომარეობაშია დღეს პრემიერი. მოწოდებებთან ერთად უნდა მოქმედებდეს, რადგან პასუხისმგებელია იმ საგანგებო რეჟიმის განხორცილებეზე, რისი ინიციატორიც თავადაა. რეალურად ის პასუხსიმგებლობას უხსნის მთავრობას და ეს გადააქვს ბიზნესსზე და ადამიანებზე",-განმარტავს აკაკი ბობოხიძე.
პარტია "ლელო საქართველოსთვის" კი ყურადღებას იმ ასეულობით ბიზნესსზე ამახვილებს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსგან საქმიანობის გაგრძელების შესახებ ნებართვის მიღების მოლოდინშია, თუმცა უშედეგოდ.
"ვერანაირი გეგმა, თუნდაც იდეის დონეზე ჩვენ ვერ მოვისმინეთ. მეტიც, პრემიერმა თითი დაუქნია ბიზნესს და უთხრა, რომ სამსახურის გარეშე არ დატოვოს თანამშრომელი. ასეულობით კომპანია დგას რიგში და ელოდება მუშაობის გაგრძელებსი ნებართვას. ეს ხალხი პასუხსაც არ იღებს",-აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.
ნინო ბურჯანაძე კი დარწმუნებულია, რომ ბიზნესი ახლა რთულ ვითარებაშია, მით უმეტეს უცნობია რამდენი ხანი გაგრძელდება საგანგებო რეჟიმი. შესაბამისად, მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა მართებს.
"არ იყო გამართლებული ტონალობა ბიზნესთან მიმართებაში, მით უმეტეს არ ვიცი რა რესურსებით მიაკითხავენ ბიზნესს. ცუდია, რომ ადამიანები უხეფასოდ დარჩნენ, მაგრამ ჯერ უნდა გაარვიო თუ აქვს ბიზნესს ხელფასების გაცემის საშუალება. ის გაურკევველობაშია, რადგან არ იცის რამდენი ხანი გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა და პრემიერის ფრაზა, რომ ახლა მთავრობის ამოცანა არაა ბიზნესის და ვჭრობის ხელშეწყობა, არასწორია",-აცხადებს ნინო ბურჯანაძე.