logo
ENG



ოპოზიცია პრემიერის შესაძლო გადაყენებაზე: გახარია არის ზედმეტი ტვირთი, დადგა მისი დროც

19 თებ 202014:06
3 წუთის საკითხავი
 

სააგენტო 2020 ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა გიორგი გახარია, პრემიერის თანამდებობაზე, გრიგოლ ლილუაშვილმა შეცვალოს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკადრო ცვლილებებს მნიშვნელობა დაკარგული აქვს. რაც შეეხება ლილუაშვილს, მას აფასებენ როგორც ივანიშვილისა და გომელაურის ნდობით აღჭურვილ პირს. 

"მთავრობის პოლიკიტიკის ცვლილებაა საჭიროა, ამიტომ ვინც არ უნდა იყოს, თუ პოლიტიკა არ შეიცვალა, არაფერი არ მოხდება",-აღნიშნავს ბექა ნაცვლიშვილი.

ოპოზიცია დარმწუნებულია, რომ დღეს გიორგი გახარიას შეცვლა ლოგიკური პროცესია, რადგან ამჟამად იგი მთავრობისთვის დამატები პრობლემას წარმოადგენს. 

​"გახარია არის ზედმეტი ტვირთი, ამიტომ როგორც წესი ასეთ დროს, ტვირთს აგდებენ. დადგა გახარიას დროც",-აცხადებს რომან გოცირიძე. 

მმართველი პარტია კი ცვლილებებს არ ადასტურებს და აღნიშნულ ინფორმაციას ოპოზიციის მიერ არასწორად გავრცელებულს უწოდებს.

"ჩვენს ოპონენტებს განსაკუთრებით აღიზიანებთ ის, რომ ხელისუფლება მუშაობს სტაბილურად. ამიტომ ცდილობენ მსგავსი ჭორაობა შემოტანონ, ჩვენ კი ორიენტირებულნი ვართ საქმეზე",-აცხადებს რატი იონათამიშვილი. 

 


close დახურვა