logo
ENG



ოპოზიცია ყალბ ანგარიშებზე: დიდი ეჭვი მაქვს, აქ იხარჯებოდა საბიუჯეტო ხარჯები

06 მაი 202012:16
3 წუთის საკითხავი
 

"ფეიბუქის" მორიგ მასშტაბურ წმენდას ოპოზიცია გამოეხმაურა. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ამახვილებენ გამოძიების აუცილებლობაზე და ეჭვი აქვთ, რომ აღნიშნულ საქმიანობისთვის შესაძლოა, საბიუჯეტო თანხებიც იხარჯებოდა."ევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ვალდებულია ამ ვითარებაში პასუხი აგოს. ასევე, პარტიაში აღნიშნავენ, რომ გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გასცენ "ნაციოანალურ მოძრაოაბაშიც", რადგან "ფეისბუქმა" მათი ყალბი ანგარიშებიც გამოაქვეყნა.

"ფეიბუქმა უკევ მეორედ ამოიღო მიზანში და წაშალა მთელი ფაბრიკა ტროლგვერდების, ანგარიშებისა და გვერდების, რაც ხელისუფლებას უკავშირდება. ისინი მხოლოდ ერთი რამით იყვნენ დაკავებულნი, რათა გაეშავებინათ პოლიტიკური ოპონენტები და დაეთესათ ქვეყნის შიგნით შუღლი. ესაა კანონის დარღვევა, რაც ხდებოდა ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის შიგნით იმ კონტექსტში, თუ რა ფული იხარჯებოდა აქ, რადგან დიდი ეჭვი მაქვს, აქ იხარჯებოდა საბიუჯეტო ხარჯები და საჯარო მოხელეები იყვნენ პროცესებში ჩართულნი. ცალკე აღსანიშნავია, რომ ამაში ასევე იქნა მხილებული "ნაციონალური მოძრაბა" და ვფიქრობ, მათ პასუხი უნდა გასცენ კითხვებს",-აცხადებს სერგი კაპანაძე.

პარტიაში "ლელო საქართველოსთვის" კი დარმწუნებულები არიან, რომ "ფეისბუქის" მხირდან მსგავსი ქმედება არის მნიშვნლოვანი გზავნილია და დროა, საქართველოში პოლიტიკური პროცესები დემოკრატიულად წარიმართოს.

"სიცრუის ვირუსი საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის, ორკესტირებული ინდუსტრიის შექმნა არის საქართველოს წარსული. "ფეიქბუქმა" დახურა ეს გვერდები და ამით საქართველოს მოსახლეობას გამოუგზავა გზავნილი, რომ პოლიტიკაში სიცრუის, სიყალბის ტირაჟირების და ამაში ფულის ხარჯვის დრო არ არის. დროა საქართველო გადავიდეს ახალ პოლიტიკურ რეჟიმზე, სადაც არაფერი ესაქმება ტროლების, ბოტებისა და ასეთი მავნებლური ინფორმაციების გამავრცელებლ ძალებს",-აცხადენს ანა ნაცვლიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მასშტაბური ოპერაციის შედეგად გაუქმებულია დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის მიზნით მოქმედი ქსელების პლატფორმები. მათ შორისაა, ქართული ყალბი ანგარიშებიც, რაც კოკა ყანდიაშვილის სახელს უკავშრდება.


close დახურვა