logo
ENG



ოპოზიცია ხელისუფლების ახალ შეთავაზებაზე: ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა

28 თებ 202012:04
3 წუთის საკითხავი
 

საარჩევნო რეფორმის შესახებ მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებას ოპოზიცია არ იზიარებს. აღნიშნულში ხელისუფლების ოპონენტები კვლავ ერთპარტიული მმართველობის რისკებს ხედავენ. შესაბამისად, ახალი შეთავაზება, რომელიც გულისხმობს მთავრობის დაკომპლექტებას იმ პარტიის მიერ, რომელიც 40 %-ზე მეტს აიღებს, ოპოზიციის მოსაზრებით უშედეგოა. 

"ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. კერძოდ, მიგვაჩნია, რომ პროგრესი შესაძლებელია, მაგრამ სჭიროა ივანიშვილმა მოაგვაროს პოლიტიკურ დევნის პრობლემა და ასევე, მოლაპარაკება უნდა მიმდინარეობდეს ისეთ მოდელზე, რომელიც გულისხმობს პროპორციულთან მიახლოებული სისტემის შექმნას. მსგავსი მოდელები იქნა განხილული და აქ შესაძლებელია პროგრესის მიღწევა, მხოლოდ ჯერ ივანიშვილმა უარი უნდა თქვას ერთპიროვნული მთავრობის შექმნის პრინციპზე",-აღნიშნავს სერგი კაპანაძე. 

მმართველი გუნდის ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას არ გეგმავენ, სანამ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვან პუნქტად პოლიტიკურად დევნილი პატიმრების გათავისუფლებას ასახელებენ.

"თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, ეს არ იქნება მოლაპარაკებების გაგრძელებისა და ე.წ. მეხუთე რაუნდის ჩატარების საფუძველი. ივანიშვილის რეჟიმის ნდობა რომ შეუძლებელია, ეს ყველამ ვიცით",-განმარტავს გურამ ჩალაგაშვილი. 

"ფორმულას" ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა სავარუადოდ დღეს გაიმართება, თუმცა კონკრეტული დრო უცნობია. 

რაც შეეხება ხელისუფლების ახალ შეთავაზებას, შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება“ გამოთქვამს მზადყოფნას, ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემის ისეთ მექანიზმზე შეთანხმდეს, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურ ძალას მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემს. სანაცვლოდ მმართველი ძალა 110/40 ზე პროპორციას ითხოვს. 


close დახურვა