logo
ENG



ოპოზიციაში ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიების კვლავ დაწყებას არ გამორიცხავენ

20 თებ 202008:06
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიების კვლავ დაწყებას არ გამორიცხავენ.

პარტიების ლიდერები ყოფილ მაღალჩინოსანს ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად მიიჩნევენ.

გარდა ამისა, გააგრძელებს თუ არა პოლიტიკურ საქმიანობას, ან ითანამშრომლებს თუ არა სასჯელის მოხდის შემდეგ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან, უცნობია.

"ევროპული საქართველოს" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამ საკითხზე ვანო მერაბიშვილის განცხადებას ელოდებიან. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა მერაბიშვილის გათავისუფლებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტპატიმარია. 

"უმძიმესი პერიოდი გაიარა და ხანგრძლივი პოლიტიკური პატიმრობა. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მადლობა ღმერთს ეს პრობლემები მოგვარდა. რაც შეეხება მის გეგმებს, ჩემთვის ჯერჯერობით ცნობილი არაფერია“, - აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.

ზოდელავას პოზიციას იზიარებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე. კაპანაძე ამბობს, რომ მერაბიშვილი საქართველოს ისტორიაში არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ პოლიტიკურ პატიმრად აღიარა. 

"მერაბიშვილი არის ერთადერთი პატიმარი საქართველოს ისტორიაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის შეფასებული, როგორც პოლიტიკურ პატიმრად. ეს არის უნიკალური გადაწყვეტილება, რადგან ევროპის მასშტაბით სულ რამდენიმე ფაქტია ასეთი, მათ შორის იულია ტიმოშენკოა. ამ ადამიანის გამოსვლა ციხიდან არის მისასალმებელი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც. პოლიტიკური დევნილები ქვეყანაში არ უნდა იყონ. თუმცა პოლიტპატიმრები ქვეყანაში არსებობენ. გიგი რამდენიმე დღის წინ დაიჭირეს და კიდევ რამდენიმე ადამიანის დაჭერას აპირებენ, ზოგი კი უკვე დაკავებულია“, - განაცხადა კაპანაძემ.


close დახურვა