logo
ENG



ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა 17:00 საათამდე გადაიდო

18 აპრ 202113:29
3 წუთის საკითხავი
clock 389
ვახო ქარელი/ფორმულა

ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა 17:00 საათამდე გადაიდო.

თავდაპირველად ის ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 14:00-ზე იყო დანიშნული. 

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დაესწრებიან. 

განხილვის საგანი კრისტიან დანიელსონის მიერ ბოლო ვიზიტის დროს წარმოდგენილი დოკუმენტი იქნება, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ხელი 16 აპრილს მოაწერა

ოპოზიცია დოკუმენტის არსებულ ვერსიას მხარს არ უჭერს, ვინაიდან მასში არ არის მკაფიო ჩანაწერი რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების შესახებ. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა.

მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.

დოკუმენტში წარმოდგენილი იყო შემდეგი პუნქტები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
  • მომავალი არჩევნები

ევროპარლამენტარებმა დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და პასუხისმგებლობა მონაწილე მხარეებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას დააკისრეს.

იმის გამო, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.


close დახურვა