ოპოზიცია შიდა მოლაპარაკებებს აწარმოებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ისინი დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც 100/50-ზე მანდატების გადანაწილებას ეხება, მათთვის მიუღებელია.
"ჩვენ ოპოზიციის შიგნით გვაქვს მოლაპარაკებები. ვმუშაობთ ახალ შუალედურ ვარიანტზე. ხელისუფლების ინიციატივა ჩვენთვის მიუღებელია და იქვე შეხვედრაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამის შესახებ განაცხადეს. როგორც ჩანს ხელისუფლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ოდირმა დადებითი დასკვნა დადო, მაინც მიუღებელია ჩვენი შეთავაზება და გერმანულ მოდელზე გადასვლა", - განაცხადა თარხნიშვილმა.