logo
ENG



ორბანი: რუსეთს უკრაინისთვის ომი არ გამოუცხადებია, ეს სამხედრო ოპერაციაა

22 დეკ 202315:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/22/1e43mwdb8fgdxbe.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, "რუსეთს უკრაინისთვის ომი არ გამოუცხადებია". ამასთან, ორბანი რუსეთ-უკრაინის ომს "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

"ეს სამხედრო ოპერაციაა. ორ ქვეყანას შორის ომი არ გამოცხადებულა. როცა რუსეთი ომს გამოაცხადებს, ომი მაშინ იქნება.  

უნდა გვიხაროდეს, რომ ომი არ გამოცხადებულა, რადგან ამ შემთხვევაში, რუსეთში საერთო მობილიზაცია გამოცხადდებოდა. ამას არავის ვუსურვებ", - ამბობს ორბანი.

14 დეკემბერს, ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.


close დახურვა