logo
ENG



ორბანი ირწმუნება, რომ ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს

15 ნოე 202415:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/15/adtxvm01tj5ulxo.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ირწმუნება, რომ "ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს". ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„ენერგორესურსების ფასები აუცილებლად უნდა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ სანქციები უნდა გადაიხედოს, რადგან არსებული სანქციების პოლიტიკის პირობებში ენერგორესურსების ფასები არ დაიწევს", - ამტკიცებს ორბანი.

უნგრეთის პრემიერმინისტრის განმარტებით, ამერიკული კომპანიები ამ თანხის მეოთხედს იხდიან, რასაც ევროპელი კოლეგები ხარჯავენ ელექტროენერგიასა და გაზზე და ორბანი ირწმუნება, რომ ამის დაძლევა მხოლოდ სანქციებზე გადახვედითაა შესაძლებელი.

 


close დახურვა