logo
ENG



ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა

04 აპრ 202201:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/04/sl9stsswxar1w1c.jpeg

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა. ის ხელისუფლებაში ზედიზედ მე-4 ვადით იქნება.

ამ დროისთვის ხმების 71%-ია დათვლილი, ორბანის პარტია Fidesz კი 60%-ით ლიდერობს.

ორბანის მთავარი მოწინააღმდეგე 6 პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური ალიანსია.

ოპოზიციის ლიდერი 49 წლის კონსერვატიული პარტიის წევრი პიტერ მარკი-ზაია. მისი კამპანია მთლიანად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არჩევანის გაკეთების კონცეფციას ეყრდნობა. მისი თქმით, ორბანმა რუსეთი აირჩია, რაც დემოკრატიულ უფლებებს ძირს უთხრის და ცენტრალური ევროპის ქვეყანას ევროკავშირისგან აშორებს, უნგრეთის ადგილი კი ევროკავშირშია

მარკი-ზაიმ დღეს ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ იმედოვნებს, მისი ხმა „შეცვლის უნგრეთის ისტორიის მიმართულებას“.

საარჩევნო უბანზე დღეს დილით მივიდა ვიქტორ ორბანიც. მან განაცხადა, რომ არჩევნებში "დიდ გამარჯვებას" ელის. მან საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა "მშვიდობასა და ომს შორის არჩევანის გაკეთებად" აღწერა, რითაც ოპონენტი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართვის სურვილში.

თავის მხრივ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ის პუტინთან ურთიერთობას სამართლიანსა და დაბალანსებულს უწოდებს. 

აღსანიშნავია, რომ ორბანმა დაგმო რუსეთის შეჭრა და ვეტო ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული არცერთი სანქციისთვის არ დაუდია. თავად უნგრეთმა კი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, რუსულ ნავთობსა და გაზზე შეზღუდვებზე უარი თქვა.


close დახურვა