ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევით კალაძეს 56,1% დაუჭერს მხარს, ნიკა მელიას კი 28,3%.
დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კვლევა ქართული ოცნების სოციოლოგიურმა ჯგუფმა თბილისში ჩაატარა. მისი თქმით, საველე სამუშაოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს ჩატარდა და კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2975 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 83,8% პროცენტმა დაასახელა. მდინარაძე ამბობს, რომ ცდომილების ფარგლები +/- 3%ია.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მდინარაძის თქმით, მათი რეიტინგი ასეთია:
- გიორგი გახარია (საქართველოსთვის) - 6.2%
- ანა დოლიძე (ხალხისთვის) - 2.2%
- ანა ბიბილაშვილი (ლელო) - 1.9%
- გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) - 1.3%
- თამარ კეკენაძე (მესამე ძალა) - 0.9%
- მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტული პარტია) -0.7%
- სხვა კანდიდატები -2.4%
ბრიფინგზე მდინარაძემ პარტიული რეიტინგებიც წარადგინა.
- ქართული ოცნება - 48,6%
- ნაციონალური მოძრაობა - 27,1%
- საქართველოსთვის - 5,8%
- გირჩი - მეტი თავისუფლება -3,4%
- მოქალაქეები -2,6%
- პატრიოტთა ალიანსი - 2,4%
- მესამე ძალა - 2,3%
- ლელო - 2,3%
- ლეიბორისტული პარტია -1,2%
- გირჩი - 1,1%
- ევროპული საქართველო - 1,1%
- სხვა პარტიები - 2,1%.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 სექტემბერს, გამოქვეყნდა ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტული საერთაშრისო კვლევითი კომპანიის Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა.
კვლევის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, 33% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 25%- ენმ-ს; ხოლო 10% - გიორგი გახარიას გუნდს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.