logo
ENG



ოცნების ყველა კანდიდატთან გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული რესურსი - ბურჯანაძე

20 ივლ 202010:09
3 წუთის საკითხავი
 

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აპირებს, რის უფლებაც ოპოზიციამ არ უნდა მისცეს.

როგორც „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა განმარტა, არ აქვს მნიშვნელობა, ვის წარადგენს მმართველი ძალა მაჟორიტარ კანდიდატებად, რადგან „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსისა და ფინანსების გამოყენებას აპირებს.

„პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება "ოცნების" კანდიდატი. ყველა კანდიდატთან იქნება გამოყენებული - ყველა კანდიდატთან იქნება გამოყენებული მაქსიმალური რესურსი. არ უნდა მივცეთ ბიძინა ივანიშვილს უფლება, რომ ფულით და ადმინისტრაციული რესურსით გაიყვანოს იმაზე მეტი მაჟორიტარი, ვიდრე ეს ობიექტური რეალობიდან გამომდინარე იქნება მისაღები", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 


close დახურვა