logo
ENG



ოხანაშვილი თინა ბოკუჩავას: მოძალადეები ხართ თავიდან ფეხებამდე

12 დეკ 201911:24
3 წუთის საკითხავი
 
8gu8qi8m1ckgqts.jpg

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხმაური გრძელდება. დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას სიტყვით გამოსვლას, მოჰყვა, სადაც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშილის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

„მე მინდა დავაყენო თქვენი უფლებამოსილების შეწყვეთის საკითხი, რადგან თქვენ გაეცით უკანონო დავალება, რომლის შესრულებისას დაზარალდნენ ჟურნალისტები და ოპერატპრები. თქვენ გაეცით ძალადობრივი დავალება“, - მიმართა თინა ბოკუჩავამ ოხანაშვილს, რასაც ოხანაშილის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა და დეპუტატს მიკროფონი გაუთიშა.

„ძალადობაზე ნაცმოძრაობა ნუ გველაპარაკება, მოძალადეები ხართ თავიდან ფეხებამდე. თქვენი ადგილი იცოდეთ. მართლა ყველაფერს აქვს საზღვარი. ნიკა  მელიას გაესაუბრეთ რა არის ძალადობა და გეტყვით. ციხეში ვისთანაც შედიხართ, მათ კითხეთ რა არის ძალადობა. პატივი ეცით კოლეგებს. თქვენთვის არავის მოუცია საზოგადოების სახელით საუბრის უფლება. გეყოთ, თავი შეიკავეთ და დაბრძანდით“, - მიმართა ოხანაშილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში კომიტეტზე უვადო მოსამართეების არჩევის კენჭისყრა დაიწყება.

 


close დახურვა