განახლება
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით კოტე ჩახუნაშვილი დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი. მას ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ედავებიან.
ოჯახის წევრების თქმით, პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი გზიდან გაიტაცეს.
ოჯახის წევრი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ ექიმი სახლიდან დაახლოებით 1 საათის წინ გავიდა და მეგობარს უნდა შეხვედროდა.
ჩახუნაშვილს ვერ უკავშირდებიან, ტელეფონი გათიშული აქვს, მისი მანქანა კი სახლიდან რამდენიმე მეტრშია გაჩერებული.
"მაქსიმალურად გვეხმარებიან ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციები,, კოტე სახლიდან გავიდა 50 წუთის წინ, უნდა შეხვედროდა მეგობარს რუსთაველზე, აქციაზე. რომ არ შეხვდა მეგობარს, დავიწყეთ მისი ძებნა. ტელეფონნი აქვს გათიშული და სახლიდან რამდენიმე მეტრშია დაყენებული კოტეს მანქანა. დღეს რეპრესიებია გამოცხადებული. არანაირი მიზეზი არ სჭირდება სახელმწიფოს, რომ ვინმე ქუჩიდან მოხსნას"- აცხადებს ოჯახის წევრი.
ექიმ კოტე ჩახუნაშვილს გუშინ პოლიციამ სახლში მიაკითხა. მან განყოფილებაში გამოკითხვაზე უარი თქვა და სასამართლოში გეგმავდა მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე მისვლას.