logo
ENG



პაკისტანის სკოლაში მასობრივი სროლის შედეგად სკოლის 8 თანამშრომელი დაიღუპა

05 მაი 202313:52
3 წუთის საკითხავი
clock 236
2023/05/05/jrregshbnh4ihs6.jpg

პაკისტანში, ერთ-ერთ სკოლაში მასობრივი სროლის შედეგად სკოლის 8 თანამშრომელი დაიღუპა, 2 ადამიანი კი დაშავდა.

ჩრდილოეთში ხაიბერ-პახტუნხვას დასახლებაში უმაღლეს სკოლაში უცნობი პირი შეიჭრა და სროლა დაიწყო, რასაც ჯამში 8 ადამიანი - 5 მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაციის 3 თანამშრომელი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში თავდასხმისას გამოცდები მიმდინარეობდა. სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, სკოლის შენობაში მოსწავლეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყო.

ადგილობრივი პოლიციით ცნობით, შემთხვევა 4 აპრილს შუადღით მოხდა და გამოძიება დაწყებულია.

პოლიციის ოფიცრის მუჰამედ იმრანის თქმით, პოლიცია ვარაუდობს, რომ შესაძლოა თავდასხმა რელიგიური მიზეზით მიზეზით მოხდა, ვინაიდან ეს რეგიონი, ცნობილია ისლამის სუნიტებისა და შიიტების ჯგუფებს შორის ხშირი დაპირისპირებით.

ამ დროისთვის თავდამსხმელის ვინაობა და ოფიციალური მოტივი უცნობია.


close დახურვა