logo
ENG



პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 436-მდე გაიზარდა

09 ოქტ 202311:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/09/5nczuiy5bck5wrn.jpg

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰამასის დარტყმების შედეგად ისრაელის საპასუხო შეტევას, სულ მცირე 436 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, დაღუპულთა შორის 81 ბავშვია, 61 კი ქალი. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 2200-ზე მეტი პალესტინელი, მათ შორისაა 244 ბავშვი და 151 ქალი.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.


close დახურვა