21 აგვისტოს ბათუმი შავი ზღვის ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. "ისთერნ ფრომოუშენის" გადაწყვეტილებით პანდემიის მიუხედავად ღონისძიება მაინც ჩატარდება, ყველა რეკომენდებული წესის დაცვით.
მუსიკალური ფესტივალი სამი დღე გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობას მხოლოდ ქართველი არტისტები მიიღებენ.