logo
ENG



პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრის შვილი, გედიშ ხანგოშვილი, სუს-ში დაკითხეს

13 ივნ 202017:05
3 წუთის საკითხავი
 

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრის შვილი, გედიშ ხანგოშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხეს. აღსანიშნავია, რომ მანამდე უხუცესთა საბჭოს წევრისთვის თავისი შვილის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. 

როგორც ხანგოშვილმა აღნიშნა, მან ზუსტად არ იცის, თუ რას უკავშირდება მისი შვილის დაკითხვა. 

"დილიდანვე დაკითხეს. მასთან საუბარი არ მქონია და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რასთან დაკავშირებით დაკითხეს", - განაცხადა მან. 

რაც შეეხება, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ კაცს, ხანგოშვილი ამბობს, რომ დაკავებული მის სახლს რამდენჯერმე სტუმრობდა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ დედაქალაქის ცენტრში ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, სადაც ეროვნებით ჩეჩენი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბინის ჩხრეკის დროს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.


close დახურვა