logo
ENG



პაპუაშვილი დანიელსონზე: გუშინ დაგვემშვიდობა და უკვე წასვლას ფიქრობდა

15 მარ 202114:49
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი დანიელსონზე: გუშინ დაგვემშვიდობა და უკვე წასვლას ფიქრობდა

ქართული ოცნების დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, გუშინ, 14 მარტს მმართველ გუნდთან შეხვედრის წასვლას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა. 

"კარგი ნიშანია ის, რომ მედიატორი დარჩა. გითხარით, რომ გუშინ ბოლოს ჩვენ გვქონდა შეხვედრა, დაგვემშვიდობა და ფიქრობდა უკვე წასვლას, მაგრამ როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ არის კიდევ პოტენციალი ოპოზიციასთან საუბრის და ხედავთ, რომ დღეს მას ესაუბრება და იმედია, შედგება მათ შორის შეთანხმება", - აცხადებს პაპუაშვილი.

დანიელსონი გუშინ დილიდან ჯერ ქართულ ოცნებას შეხვდა, შემდეგ - ოპოზიციას, შემდეგ ისევ ქართულ ოცნებას. დღის ბოლოს გაერთიანებული სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დისკუსიები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდებოდა, რადგან გარკვეული საკითხები დასაზუსტებელი იყო, ხოლო ოპოზისიასთან ერთობლივი შეხვედრა აღარ გაიმართებოდა. კობახიძის ამ განცხადების შემდეგ დანიელსონმა პრეს-კონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩებოდა

დანიელსონი ოპოზიციას დღეს დილითაც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ დიპლომატი შეეცდება, საქართველოში მხარეებს შორის შეთანხმებამდე დარჩეს

მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან. 

მიშელმა ჩარჩო საკითხებიც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. 

დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი. 

 


close დახურვა