logo
ENG



პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გამანადგურებელი ხანძრიდან ერთი წელი გავიდა

15 აპრ 202017:36
3 წუთის საკითხავი
 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გამანადგურებელი ხანძრიდან ერთი წელი გავიდა. ტრაგედიასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა.

ემანუელ მაკრონის თქმით, პანდემიის მიუხედავად, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ პირობა შეასრულოს და ნოტრ-დამის აღდგენა დაგეგმილ ვადაში, 5 წელიწადში დასრულდეს.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, სარესტავრაციო სამუშაოები 12-ე საუკუნის ტაძარში 17 მარტიდან შეჩერდა.

ხანძრის წლისთავთან დაკავშირებით დღეს საღამოს ნოტრ-დამის ზარებს დარეკავენ. საათი საგანგებოდ დაამთხვიეს იმ დროს, როდესაც ფრანგები საკუთარი სახლების აივნებიდან მედიკოსების მიმართ მადლიერებას გამოხატავენ. 


close დახურვა