პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა უახლოეს კვირებში დაიწყება. საფრანგეთის კულტურის მინისტრის განცხადებით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებამდე ნოტრ დამს ხარაჩოებს მოხსნიან.
შუა საუკუნეების ტაძარი აპრილში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა დააზიანა. რესტავრაციის პარალელურად სპეციალისტები ტაძრის მდგრადობასაც შეაფასებენ.