logo
ENG



პარლამენტთან აქტივისტებმა სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს

16 თებ 202110:09
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/16/piebv5n2cjf5i5n.png

პარლამენტთან აქტივისტებმა სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართები გაჭიმეს და საქართველოს ჰიმნი ჩართეს.

აქციის მონაწილეები მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებს შეძახილებით შეხვდნენ. აქციაზე აქტვისიტებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნიკა მელიას საქმის პროკურორის მოსმენა იწყება. სხდომაზე მელიას ადვოკატები არ შეუშვეს

პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს არგადახდის გამო, პატიმრობას ითხოვს. უწყებამ პარლამენტს ნებართვისთვის უკვე მიმართა. მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე დღეს პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები იმსჯელებენ, შემდეგ კი, საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. უკვე ცნობილია, რომ ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.


close დახურვა