logo
ENG



პარლამენტთან დაკავებული 25-ვე მოქალაქე ხელწერილით გაათავისუფლეს

19 თებ 202121:37
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული 25 პირი, ხელწერილით გაათავისუფლეს

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე მოხდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ყველა პირის გამოკითხვა მოხდა. 

ცნობისთვის, დაკავებულებს შორის იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები და ლელო საქართველოსთვის 5 წევრი, მათ შორის საბა ბუაძე და ირაკლი კუპრაძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოსთან კარვის გაშლა უნდოდათ, თუმცა აქციის მონაწილეებისთვის საპროტესტო ინვენტარის წართმევა პოლიციამ ძალადობის გამოყენებით სცადა, რა დროსაც 20 ადამიანი დააკავეს


close დახურვა