logo
ENG



პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

15 აპრ 202419:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/15/2yi6b6d9lg3gsdw.jpg
ფორმულა/ლანა მრავლაძე

პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ოცნების მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონის უკან გაწვევაა. ამ დროისთვის უკვე გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.

დღეს დილიდან აქცია პარლამენტის უკანა შესასვლელთან რუსული კანონის განხილვის ფონზე მიმდინარეობდა. 

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა