logo
ENG



პარლამენტთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

29 ივნ 202009:05
3 წუთის საკითხავი
 
agn3br38eprshs2.jpg

დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. საუბარია საარჩევნო სისტემის შეცვლაზე. 

რიგგარეშე სხდომა 12 საათზე უყრიან კენჭს. 

ამ წუთებში კი პარლამენტის უკანა შესასვლელი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი. 

ცვლილებების თანახმად, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. 

კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც კანონპროექტს ხმას საპატიმროდან „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გამოშვების შემდეგ მისცემენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ცვლილებებისთვის საჭირო 116 დეპუტატის ხმის მობილიზებას შესძლებენ.


close დახურვა