logo
ENG



პარლამენტში მოხსენების დაწყებამდე, ზურაბიშვილმა ბუჩას ტრაგედიისას დაღუპულებს პატივი მიაგო

31 მარ 202312:13
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პარლამენტში მოხსენების დაწყებამდე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ბუჩას ტრაგედიიდან 1 წლის თავზე, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"სანამ მიმართვას დავიწყებდე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მეგობარ უკრაინას. დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან 1 წლის თავი და გთხოვთ, პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით", - თქვა ზურაბიშვილმა.

2 აპრილს უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ პირველად კიევის რეგიონზე სრული კონტროლი დაიბრუნა. უკრაინელმა სამხედროებმა კიევის გარშემო 30-ზე მეტ ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს. მათ შორისაა ქალაქი ბუჩაც, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეებისადმი რუსული ჯარების სისასტიკემ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.  

უკრაინის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსეთის სისასტიკე უკრაინაში - ამბები ბუჩადან


close დახურვა