logo
ENG



პარტია მოქალაქეები ომბუდსმენობის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარადგენს

28 თებ 202312:48
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

პარტია მოქალაქეები ომბუდსმენობის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტში ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა.

ელისაშვილის აზრით, იოსელიანს აქვს რესურსი, პარლამენტში 90 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღოს.

"სულ რამდენიმე ადამიანია ან შესაძლოა, მხოლოდ ერთი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი. ასეთი არის ჩემი მეგობარი, თანაგუნდელი, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, რომელსაც აქვს იმის უნარები, ცოდნა და შესაძლებლობაც, რომ მიიღოს 90 ხმა და მეტიც. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ ეს კონსენსუსი შეკრას. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვის, მინდა, წარვადგინო ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის კანდიდატად"- თქვა ელისაშვილმა.

2022 წლის დეკემბერში მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

მმართველმა პარტიამ ომბუდსმენის კანდიდატურა არ წარადგინა. 

სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენის პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. მათ მხარს უჭირედა ოპოზიციის ნაწილიც. 

პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭი 22 დეკემბერს უყარა.

საკანონმდებლო ორგანომ ომბუდსმენის თანამდებობაზე ვერც ერთი წარდგენილი კანდიდატი ვერ აირჩია.

ომბუდსმენობის კანდიდატის არჩევას პარლამენტის 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.


close დახურვა