logo
ENG



პეკინზე 12 წლის ბიჭს ავტობუსი დაეჯახა

15 ოქტ 201907:58
3 წუთის საკითხავი
 
dn0emf99qcwc3x8.jpg

 

12 წლის ბიჭს პეკინის გამზირზე ავტობუსი დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი გზაზე გადადიოდა. მოზარდმა თავის ტრავმა მიიღო. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

„ირკვევა, რომ პაციენტი მოყვა ავტოსაგსაო შემთხვევაში, რომელმაც მიიღო თავის ქალის ტრავმა, რაც გამოხატულია ქალის ძვლის ხაზოვან მოტეხილობაში, ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებია, უკეთდება ყველა საჭირო გამოკვლევა და დახმარება ის რჩება ჩვენს კლინიკაში დაკვირვების ქვეშ,“-განაცხადა მოზარდის მკურნალმა ექმიმმა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 


close დახურვა