logo
ENG



პესკოვი: ლუგანსკისა და დონეცკის აღიარებაზე მიმართვა პუტინმა მხედველობაში მიიღო

16 თებ 202218:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/16/iw1ejlueobb8xjk.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცსკის დამოუკიდებლობის აღიარება მხედველობაში მიიღო. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ამის მკაფიო რეგულაცია არ არსებობს. პრეზიდენტმა მიმართვა მიიღო, მასზე რეაგირება ჰქონდა და მხედველობაში მიიღო", - განაცხადა პესკოვმა.

ამავე დროს, პესკოვმა თქვა, რომ ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება მინსკის შეთანხმება არ შეესაბამება.

15 თებერვალს რუსეთის დუმამ პრეზიდენტს მიმართა, რომ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიაროს. 

ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებმა უკრაინისგან დამოუკიდებლობა 2014 წლის მაისში გამოაცხადეს. რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარებს კიევი. ორივე ე.წ. რესპუბლიკა აღიარებული აქვს მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ, ცხინვალის რეგიონს.

საპასუხოდ უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არალეგალური, ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული.

ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლიც პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს დონბასში მცხოვრებლებს და დუმის დეპუტატების გრძნობენ საზოგადოებრივ აზრს. ამასთან, უკრაინის რეგიომების საკითხზე ის მინსკის შეთანხმებიდან გამომდინარე იმსჯელებდა. 


close დახურვა