logo
ENG



პირბადე 2.5, ან 12.5 ლარი - აფთიაქებში რესპირატორულ საშუალებებზე ფასები გაიზარდა

13 მარ 202014:48
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პანდემიის ფონზე აფთიაქებშიშესაბამის საშუალებებზე ისევ დეფიციტია. იმ აფთიაქებში კი სადაც პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ვირუსის საწინააღმდეგო მედიამენტები იშოვება, ფასები გაორმაგებულია. ზოგან კი გასამმაგებული. სახელმწიფო უწყებების თხოვნის მიუხედავად, ფარმაცევტული კომპანიები ფასებს მაინც ყოველდღიურად ზრდიან. მაგალითად, თუ პირბადე კორონავირუსის გავრცელებამდე, 10-15 თეთრი ღირდა, დღეს ზოგიერთ სააფთიაქო ქსელში მისმა ფასმა 2.5 ლარამდე მოიმატა. რაც შეეხება 48-საათის განმავლობაში მოქმედ პირბადეებს, მათი ფასი 12.5 ლარია. 

ფასების მატებას აპროტესტებენ მოქლაქეები, თუმცა შექმნილ ვითარებაში აფთიაქებში არსებული მატაგები მაინც იყიდება. 


close დახურვა