logo
ENG



პლეტენჩუკი: რუსეთმა შავ ზღვაში დაარტყა გემს - ეკიპაჟის წევრები ჩინეთის მოქალაქეები არიან

18 მაი 202613:26
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/18/ocscmuj3mgci6tc.png

რუსეთმა ღამით შაჰედის ტიპის დრონით შეტევა განახორციელა შავ ზღვაში მყოფ ჩინურ სავაჭრო გემზე. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა, დმიტრო პლეტენჩუკმა.

"გაუგებარია, რას ფიქრობდნენ რუსები, როდესაც გასულ ღამეს ჩვენს ზღვაში ჩინურ სავაჭრო გემს შაჰედის დრონით დაარტყეს", - თქვა პლეტენჩუკმა.

საზღვაო ძალების ინფორმაციით, გემის სახელია KSL DEYANG, იგი ეკუთვნის ჩრდილოეთ კორეულ კომპანიას, ეკიპაჟის წევრები ჩინელები არიან, ხოლო გემი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავს.

გემი ოდესის ოლქის სანაპიროსთან, ზღვაში იმყოფებოდა.

ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.  

"დრონებმა ოდესასაც დაარტყეს, ერთ-ერთმა უპილოტო დარტყმამ ჩინეთის საკუთრებაში არსებული გემი დააზიანა. რუსებს არ შეიძლებოდა, არ სცოდნოდათ, თუ რომელი გემი იმყოფებოდა ზღვაში. ამ დროისთვის ათობით დაშავებულია, მათ შორის, ბავშვებიც. ამ იერიშის დროს რუსეთმა გამოიყენა 524 დამრტყმელი დრონი და 22 სხვადასხვა ტიპის რაკეტა - როგორც ბალისტიკური, ისე ფრთოსანი", - დაწერა ზელენსკიმ.


close დახურვა