უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მიხაილო პოდოლიაკი, ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი იყო მძიმე, თუმცა ოფიციალურ მოსკოვს ულტიმატუმების ენით არ უსაუბრია.
"რუსეთთან მოლაპარაკებები იყო მძიმე, თუმცა რუსულ მხარეს აუცილებელი ულტიმატუმების ენით არ უსაუბრია. სამწუხაროდ რუსეთი ჯერ კიდევ არაობიექტურად უყურებს იმ დამანგრეველ პროცესს, რომელიც წამოიწყო“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.