logo
ENG



პოდოლიაკი: რუსი სამხედროები აკეთებენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ - ძარცვავენ სახლებს

07 ნოე 202213:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/07/1f0y286zhi64zbr.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსი სამხედროები აკეთებენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ - ძარცვავენ სახლებს.

"სანამ ხერსონის მაცხოვრებლებს იძულებით ასახლებენ თავიანთი სახლებიდან, საუბრობენ "ევაკუაციაზე", რუსი სამხედროები და ФСБ-ს ოფიცრები აკეთებენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ - ძარცვავენ სახლებს. მათი ძარცვა, ვის "დასაცავადაც" მოვიდნენ - საუკეთესო "რუსული სამყაროს" ილუსტრაციაა," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

აგვისტოს ბოლოს, უკრაინის არმია რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდა. 24 ოქტომბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ხერსონის ოლქში 90-ზე მეტი დასახლების გათავისუფლების შესახებ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა