logo
ENG



პოლიტიკოსების შემდეგ, კრის სოჩა სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა

21 თებ 202008:24
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციონერი ლიდერების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი კრის სოჩა სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა.

სოჩასირცხვილიას", „გაბედესა" და „შეცვალეს" წევრებს ესაუბრა. სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა სენატის წარმომადგენელს საქართველოში არსებული მწვავე პრობლემები გააცნეს.

აქტივისტების განცხადებით, კრის სოჩა მხარს უჭერს ახალგაზრდულ, მშვიდობიან პროტესტს და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას.  

"მივაწოდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში დემოკრატიული განვიარების თვალსაზრისით. მივაწოდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორ იდევნება „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყანაში განსხვავებული აზრი. ვისაუბრეთ პოლიტპატიმრებზე, მათ შორის ბესიკ თამლიანზე და 20 ივნისის საქმეზე სხვა დაკავებულ პირებზე. დადასტურდა, რომ ამერიკა არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი“, - განაცხადა ნოდარ რუხაძემ. 

 

 


close დახურვა