ანაკლიის პორტი ამერიკელების და საქართველო ნატოში შესვლის პერსპექტივის გარეშე - როგორ წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, ამის შესახებ უკვე ზუსტი სურათი იქმნება მისი ყოფილი მოკავშირეების განცხადებებიდან. ყოფილი კოალიციის წევრი რესპუბლიკელები ყვებიან, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერს აფხაზეთის გაცვლა ნატოზე სურდა. ამავე იდეის ავტორს მიაჩნია, რომ „შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ არის,“ - ამას უკვე მამუკა ხაზარაძე ყვება. ერთადერთ სტრატეგიულ საგარეო პარტნიორად ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, რუსეთს აღიქვამს - სწორედ ასეთია პოლიტიკური და საექსპერტო წრეების დასკვნები.
"თავისუფალი დემოკრატები კოალიციიდან 2014 წელს წამოვედით ზუსტად იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა გადაიყვანა დასავლური რელსებიდან" - აცხადებს ნინო გოგუაძე.
„დარწმუნებულიც ვარ, რომ ცალკეული პირები ხელისფულებაში დგამენ ამ ნაბიჯებს მიაზანმიმართულად" - ამბობს ექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი.
„ქართული ოცნება" ხელისუფლებაში 2012 წელს კოალიციური გუნდით მოვიდა. 2014 წლიდან „ქართული ოცნებისა" და პოლიტიკური პარტიების გზები გაიყო - დღეს ყველა მათგანი ამბობს, რომ მთავარი მიზეზი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსი იყო.