logo
ENG



პოლიციის უმოქმედობის ფონზე კალაძე ბავშვებზე, ქალებზე, მედიაზე, ტურისტებზე თავდასხმებს გმობს

05 ივლ 202117:06
3 წუთის საკითხავი
 
პოლიციის უმოქმედობის ფონზე კალაძე ბავშვებზე, ქალებზე, მედიაზე, ტურისტებზე თავდასხმებს გმობს

თბილისის მერი კახა კალაძე, პოლიციის უმოქმედობის ფონზე, მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზე და მედიაზე თავდასხმებს გმობს.

"მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ! დაუშვებელია ძალადობა! წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი.

ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს.

მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. მიეცით მათ მუშაობის საშუალება", - წერს კალაძე.

რუსთაველის გამზირზე დილიდან არიან ჰომოფობები და მოძალადეები, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რამდენიმე სასტიკადაა ნაცემი. მათ სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრაც, დაარბიეს თბილისი პრაიდი ოფისი.


close დახურვა