logo
ENG



პომპეო: ყარაბაღის ომში დაზარალებულებისთვის აშშ 5 მილიონ დოლარს გამოყოფს

17 ნოე 202022:36
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/17/hwzfwy9kp7gkqqh.jpg

აშშ-ის სახეწლმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, შეერთებული შტატები ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარების სახით 5 მილიონ დოლარს გამოყოფს.

მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელსაც შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს, ნათქვამია, რომ დახმარება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო, ხელს შეუწყობს კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს მიაწოდოს საკვები, თავშესაფარი, სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი დახმარება.

"ახალი დახმარება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ძალისხმევას კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს მიაწოდოს საკვები, თავშესაფარი, სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი დახმარება. აშშ-ის მთავრობის ჰუმანიტარული ექსპერტები აგრძელებენ ამ კრიზისის გავლენის შეფასებას. ვაფასებთ საერთაშორისო საზოგადოებაში ჩვენი არსებული პარტნიორების წვლილს და მოვუწოდებთ სხვა მთავრობებს, შეუერთდნენ ამ ძალისხმევას ახალი და მზარდი მხარდაჭერით",-ნათქვამია განცხადებაში.

პომპეოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად შეთანხმების მხოლოდ პირველი ნაბიჯია:

"მოვუწოდებთ მხარეებს, რაც შეიძლება მალე, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად, ჰელსინკის დასკვნითი აქტით გათვალისწინებული ძალისა და მუქარის გამოუყენებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, თვითგამორკვევისა და ხალხთა თანასწორობის პრინციპების თანახმად, ხელახლა ჩაერთონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი და მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტის მოძიების პროცესში. შეერთებული შტატები, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, კვლავ სრულად ჩართული რჩება ამ ძალისხმევაში",-წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში იმყოფება. პოლიტიკური თანამდებობის პირებთან სახელმწიფო მდივნის შეხვედრები ხვალ გაიმართება. 

პოლიტიკური თანამდებობის პირებთან სახელმწიფო მდივნის შეხვედრები ხვალ გაიმართება. 

ვიზიტის ფარგლებში პომპეო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს შეხვდება.

 


close დახურვა