logo
ENG



პორტუგალიის ეზოში დინოზავრის უზარმაზარი ჩონჩხი აღმოაჩინეს

27 აგვ 202211:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/27/6hto9gafm3j0aiz.png

პორტუგალიის დინოზავრის უზარმაზარი ჩონჩხი აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ევროპაში აღმოჩენილი ყველაზე დიდი დინოზავრი იყოს.

ზავროპოდის ჩონჩხი ქალაქ პომბალის ცენტრში 2017 წელს იპოვეს, როდესაც კაცმა საკუთარი სახლის მშენებლობა დაიწყო.

ზავროპოდები ყველაზე დიდი დინოზავრები და ყველაზე დიდი ხმელეთის ცხოველები იყვნენ, რომლებსაც ოდესმე უცხოვრიათ. მათ გრძელი კისერი და კუდი ჰქონდათ, მცენარეებით იკვებებოდნენ და ოთხ ფეხზე დადიოდნენ.

პალეონტოლოგებმა პორტუგალიიდან და ესპანეთიდან, სავარაუდოდ, ზავროპოდ-ბრაქიოზავრის ხერხემლის ნაწილები და ნეკნები აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ უზარმაზარი ქვეწარმავალი სიმაღლეში 12 მეტრი იყო, ხოლო სიგრძეში - 25 მეტრი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჩონჩხი 150 მილიონი წლისაა.

ჩონჩხს, რომელიც ნაპოვნია იმ პოზიციაში, რომელშიც სავარაუდოდ დინოზავრი მოკვდა, ახლა საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი იკვლევს.


close დახურვა