logo
ENG



პრაიდის კვირეულზე ჰომოფობიური ძალადობრივი ჯგუფები გამოჩნდნენ, ადგილზე ვითარება დაიძაბა

01 ივლ 202117:20
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ადგილზე, სადაც თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, ჰომოფობიური ძალადობრივი ჯგუფები მივიდნენ და ადგილზე ვითარება დაიძაბა. 

ლოკაციაზე, რომელიც გასაიდუმლოებული იყო, გურამ ფალავანდიშვილი, ალტ ინფოს და ლევან ვასაძის "ერის" წარმომადგენლები მივიდნენ. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ძალადობრივმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. 

ადგილზე სიძულვილის ენის შემცველი და ჰომოფობიური შინაარსის შეძახილები ისმის. ძალადობრივი ჯგუფები ამბობენ, რომ პრაიდის კვირეულის ჩაშლას აპირებენ, მათ შორის აპირებენ კვირეულის პირველი ღონისძიების ჩაშლასაც. 

მოგვიანებით ჰომოფობიურმმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა აქტივისტების მისამართით ქვები ისროლეს. 

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, უწყება მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა დაგეგმილი ღონისძიება უსაფრთხო ფორმატში ჩატარდეს. 

ფორმულა დოკუმენტური ფილმის ჩვენების ლოკაციას შეგნებულად არ ასახელებს. 

ფილმის პრეზენტაციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ ჰომოფობიურმა პუტინისტურმა ჯგუფებმა კვერცი ესროლეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელს. ამსახველ ფოტოს თბილისი პრაიდი ავრცელებს. 

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ. 

საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.


close დახურვა