logo
ENG



პრეზიდენტი: ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას მოლაპარაკებების ახალ ეტაპს EU-ში

15 ივნ 202415:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/15/2lw1j7yi9vcyd95.jpg

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოლაპარაკებების დაწყებას ულოცავს და იმედოვნებს, რომ მათ რიგებს მალე საქართველოც შეუერთდება. 

"ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას ამ ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! გულწრფელი მილოცვა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვანი მიღწევისთვის. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე თქვენს რიგებს შეუერთდება", - წერს ზურაბიშვილი.

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს. ინიციატივას მხარი უნგრეთმაც დაუჭირა, რომელიც ამ დრომდე წინადადებას ბლოკავდა.

7 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას რეკომენდაცია გაუწია და თქვა, რომ ორივე ქვეყანამ გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად საჭირო პირობები შეასრულა.

 

 

 


close დახურვა