logo
ENG



პრეზიდენტი ქალთა მიმართ ძალადობაზე NGO-ებს შეხვდა

06 მარ 202009:21
3 წუთის საკითხავი
 

სალომე ზურაბიშვილი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხით დაინტერესდა. პრეზიდენტი თემის შესასწავლად საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშს მოუსმინა და სამომავლო გეგმებს გაეცნო.

ორგანიზაციების თქმით, ამ სახის შეხვედრები დროული და მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ საზოგადოებამდე მივიდეს მთავარი გზავნილი, რომ ძალადობა მიუღებელია. 

"მნიშვნელოვანია, რომ გავაერთიანოთ ძალები ისეთ პრობლემასთან, როგორიც არის ოჯახში ძალადობა. ყველა ხერხი უნდა გამოვიყენოთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ძალადობა არის მიუღებელი“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ლელა აქიაშვილმა.  

 

 


close დახურვა