logo
ENG



პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ანა დოლიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

05 ნოე 201912:17
3 წუთის საკითხავი
 
g5n8iqy8wa3az0p.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციამ „დემოკრატიის ინდექსი საქართველოში“ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეს კონსტიტუციით იხელმძღვანელოს და სიმბოლურად რეზიდენციასთან კონსტიტუცია მიიტანეს. მათი თქმით, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტში წერია, რომ პრეზიდენტს აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის მხოლოდ დანიშვნის და არა გათავისუფლების უფლება.

„ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ ეფუძნება რაიმე კანონის დარღვევის საფუძველს, არამედ კარგად ვიცით, ბოლო წლების განმავლობაში, მის მიმართ მსგავსი ინიციატივები პერიოდულად გაჟღერდებახოლმე, იმის გამო, რომ მას აქვს კრიტიკული და განსხვავებული მოსაზრებები სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და ამას ღიად საუბრობს იუსტიციის საბჭოს ფორმატში. ასევე, მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, კონსტიტუციისგან განსხვავებით, ანიჭებს პრეზიდენტს უფლებამოსილებას გაათავისუფლოს თანამდებობიდან გაათავისუფლოს იუსტიციის საბჭოს წევრი, რაც არაკონსტიტუციურია“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა ციმაკურიძე.

აქციის ორგანიზატორები თვლიან, რომ ანა დოლიძის დარჩენა უმაღლეს საბჭოში სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია, რადგან მან შიდა პრობლემები გამოიტანა დღის შუქზე.

 


close დახურვა