logo
ENG



პრეზიდენტმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად, კახა წიქარიშვილი დანიშნა

15 ივლ 202415:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/15/4k75z3wqri2qtni.png

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად, კახა წიქარიშვილი დანიშნა.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი განკარგულება დღეს გამოიცა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება. სწორედ ამიტომ ახალი კანდიდატის შერჩევა გახდა საჭირო. ამ მიზნით პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა სპეციალური შესარჩევი კომისია, რომელმაც კანდიდატებთან გასაუბრებები გამართა. კონკურსში მონაწილეობდნენ: მანუჩარ კაკოჩაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, თამარ ალფაიძე, დიმიტრი გაბუნია და კახა წიქარიშვილი. გასაუბრებების შემდეგ, კომისიამ განცხადებით მიმართა პრეზიდენტს რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს.


close დახურვა