ბაზრობებთან და ხალხმრავალ შეკრებებთან დაკავშირებული შეზღუდვები მკაცრად გაკონტროლდება. შესაბამისი დავალება რეგიონების გუბერნატორებმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს. გიორგი გახარიამ დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით განიხილა.
გუბერნატორებმა ასევე მიიღეს დავალება უზრუნველყონ ადგილებზე ჰოსპიტალური სექტორისა და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მობილიზაცია.