logo
ENG



პრემიერი - საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დღეს არ დგას, ხვალ შეიძლება დადგეს

13 მარ 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფომ უკვე გაატარა ყველა ის ღონისძიება, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ განხორციელდა.

„რამოდენიმე სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა. მაგრამ მინდა ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, მასთან ერთად განაცხადეს რას ნიშნავს ეს, რა ღონისძიებების გატარებას. თქვენ თუ დააკვირდებით იმ ღონისძიებებს, რომელიც ჩვენ გავატარეთ, საგანგებო მდგომარეობა არ გამოგვიცხადებია მაგრამ ღონისძიებები უკვე რამოდენიმე კვირაა დაწყებული გვაქვს და ვატარებთ. ჩვენ მივყვებით კონკრეტულ გამოწვევას და ყოველდღიურად ამ ღონისძიებებს ვამკაცრებთ და კიდევ უფრო მეტად მოგვიწევს. მაგრამ, საგანაგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას დღეს ვერ ვხედავ, შეიძლება დადგეს ხვალ“, - განაცხადა გახარიამ.


close დახურვა