რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პროგოჟინმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი თქმით, გარდაცვილი "ვაგნერელები" ჩანან.
გავრცელებულ ვიდეოში პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლებას მიმართას და რუსული ჯარის ხელმძღვანელობას [თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს] აგინებს. პრიგოჟინი ამბობს, რომ საბრძოლო მასალის 70%-იან ნაკლებობას განიცდიან. ის რუსეთის ხელმძღვანელობას აკრიტიკებს, იმის გამო, რომ საჭირო შეიარაღებას არ აწვდიან.
მანამდე, 29 აპრილს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ მან თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ ვაგნერის სამხედროებისთვის ტყვია-წამლის დეფიციტის პრობლემა არ გადაიჭრება, მისი დანაყოფები იძულებულები იქნებიან, გამოვიდნენ უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან. მოგვიანებით, 2 მაისს, პრიგოჟინმა თქვა: "თუ კომპანია ვაგნერი დაიღუპება, ეს არ მოხდება უკრაინის არმიის ან NATO-ს ხელით".