logo
ENG



პროკურატურამ გურჯაანში 3 ადამიანის მკვლელობის ფაქტზე კაცს ბრალდება წარუდგინა

30 აგვ 202416:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/30/1tt7flwbm1ho6h6.jpg

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში 3 ადამიანის, მათ შორის ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ 1 კაცს ბრალდება წარუდგინა.

ცმობილია, რომ მოკლულთაგან ერთ-ერთი წარსულში მეუღლეზე ძალადობისთვის იყო ნასამართლევი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, სოფელ ახაშენში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეზე ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მ.მ.-ს, რომელიც იმ დროს ბრალდებულის სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით იარაღიდან ესროლა თავის მეუღლეს ფ.ტ.-ს. ორივე მათგანი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის შემდგომ, ცეცხლსასროლი იარაღით შეირაღებული ზ.ზ. საკუთარი ავტომობილით მივიდა "შატო ზეგაანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე მრავალჯერადი გასროლით ადგილზე მოკლა რ.კ.", - წერია პროკურატურის განცახდებაში.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ ემუქრება.


close დახურვა