პრორუს მღვდელ ვახტანგ თოხაძეს, რომელმაც გუშინ ალტ-ინფოს ოფისი აკურთხა, შემოქმედის ეპარქიამ დროებით მსახურება შეუჩერა.
გუშინ, ტვ პირველთან საუბრისას მას ჟურნალისტმა უთხრა, რომ რუსები უკრაინაში ქალებს და ბავშვებს ხოცავენ და აუპატიურებენ, რაზეც სასულიერო პირმა უპასუხა: "მასე აკეთებს ყველა. როცა ომია ქალებიც და ბავშვებიც კვდებიან".
მღვდელმსახურების შეჩერებასთან დაკავშირებით შემოქმედის ეპარქია დამატებით კომენტარს არ აკეთებს.